Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი ნატოში შესვლას


ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ნატოში ქვეყნის შესვლას. პრეზიდენტ საული ნიინისტეს და პრემიერ-მინისტრ სანა მარინის მიერ დღეს, 12 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს ნატოს წევრობის განაცხადი.

პრეზიდენტი და პრემიერი აღნიშნავენ, რომ ნატოს წევრობა გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას, ფინეთი კი, ალიანსს განამტკიცებს. ოფიციალური განაცხადის წარსადგენად აუცილებელია ფინეთის პარლამენტის თანხმობა. წინასწარი ინფორმაციით, ეს პროცედურა უახლოეს ხანში დასრულდება.

ფინეთმა ნატოში შესვლის გადაწყვეტილება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მიიღო. ალიანსში შესვლას გეგმავს შვედეთიც. თავის მხრივ, ნატო აპირებს ამ ქვეყნებს დაჩქარებული წესით მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებენ ალიანსის 30-ივე სახელმწიფოს პარლამენტები.

ფინეთს, რომლის საერთო საზღვარი რუსეთთან ათას კილომეტრზე მეტია, ამჟამად ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი აქვს. ფინეთი და შვედეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG