Accessibility links

site logo site logo

აშშ-ში მილიონს უახლოვდება COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, განაახლონ ერთობლივი ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ქვეყანაში ერთ მილიონს უახლოვდება.

"ეს პანდემია ჯერ დასრულებული არ არის", - თქვა ბაიდენმა და ასევე ბრძანა დროშების დაშვება, კორონავირუსის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის განმავლობაში, 2019 წლიდან, კორონავირუსმა აშშ-ში იმსხვერპლა 999 000-ზე მეტი ადამიანი, მთელ მსოფლიოში - არანაკლებ 6.2 მილიონი ადამიანი.

ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, მეტი სახსრები გამოიყოს ტესტირებისთვის, ვაქცინაციისთვის და კორონავირუსის მკურნალობის სხვა მეთოდებისთვის. მისი თქმით, COVID-19-თან ბრძოლა "უნდა დარჩეს საერთაშორისო პრიორიტეტად". აშშ-ის პრეზიდენტი განვითარებულ ქვეყნებს, რომლებმაც თავ-თავიანთი ვაქცინები შექმნეს, მოუწოდებს სხვა სახელმწიფოების დახმარებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მსოფლიოს მოსახლეობის არანაკლებ 70 პროცენტის აცრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG