Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუსეთს გადასცემს დაღუპული სამხედროების ცხედრებს


უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსი სამხედროების ცხედრებს სახლში აბრუნებს.

13 მაისს, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში, მაცივრის ტიპის ვაგონებში დატვირთეს რუსი სამხედროების ცხედრები.

უკრაინის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ლიამზინის განცხადებით, ეს ნაბიჯი შეესაბამება „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“:

„ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ უნდა დაუბრუნოს მეორე ქვეყანას დაღუპულების ცხედრები. უკრაინა მზადაა დააბრუნოს აგრესორების ცხედრები“, - უთხრა ლიამზინმა როიტერსს.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დაღუპულია რუსული არმიის დაახლოებით 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთს ინფორმაცია საკუთარი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ არ განუახლებია 25 მარტის შემდეგ. იმ დროისათვის რუსული მხარე ლაპარაკობდა 1351 დაღუპულზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG