Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საზღვართან ახლოს რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა


რიზე-ართვინის აეროპორტი
რიზე-ართვინის აეროპორტი

შავ ზღვაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს, რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა.

Turkish Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რეისის ნომრით TK 2538, სტამბოლის აეროპორტიდან 14 მაისს, დილის 08:30 საათზე აფრინდა, 10:35 საათზე კი რიზე-ართვინის აეროპორტში დაჯდა.

როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჯენსი“ იუწყება, რიზე-ართვინის აეროპორტში დაშვებულ პირველ თვითმფრინავში მოსახვედრად ხალხი რიზედან სპეციალურად გაემგზავრა სტამბოლში.

აეროპორტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოანი, რომელიც ტრიბუნიდან მიესალმა გახსნის ცერემონიაზე სტუმრად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

რიზე-ართვინის აეროპორტი შავ ზღვაზეა აგებული. ასაფრენი ბილიკისთვის და აეროპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მშენებლებმა ზღვის ნაწილი ამოავსეს.

ფაზარის რაიონში, სოფელ იეშილქოისთან, ზღვაში აგებული აეროპორტი ბათუმიდან 94 კმ-ითაა დაშორებული. „რიზე-ართვინის აეროპორტს“ 3 ათასი მეტრი სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს.

XS
SM
MD
LG