Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენისოვა: ბერდიანსკში მოსახლეობას აშინებენ, რომ უკრაინა მათ წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს


უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება რუსული შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება და მკვლელობები.

ლუდმილა დენისოვას თქმით, დონეცკის ოლქში, სოფელ ბეზიმიანოეში, ე.წ. საფილტრაციო ღონისძიებებისას, რუსი სამხედროები მოსახლეობას დანგრეული სახლების კომპენსაციისთვის სთავაზობენ ფულს, თუკი ისინი მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ ჩვენებებს მისცემენ.

სახალხო დამცველის თქმითვე, ბერდიანსკში, რუსი სამხედროები რთავენ განგაშის სიგნალს. ამის პარალელურად მოუწოდებენ მოსახლეობას დახურონ ფანჯრები და არ დატოვონ სახლები. დენისოვას თქმით, ამ გზით ისინი „არწმუნებენ“ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავენ.

უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ხერსონში ჩავიდნენ სპეციალური ჯგუფები. ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ ისინი ეძებენ ადამიანებს, რომლებიც „სპეცსამსახურებთან“ ითანამშრომლებენ:

„ჯგუფურად დახოცეს 50-მდე ადამიანი, ხოლო ხერსონის 120-მდე მკვიდრი გაიტაცეს. ამ დროისათვის მათი ადგილსამყოფელი უცნობია“.

ლუდმილა დენისოვა მოუწოდებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას, შეისწავლოს ომის დანაშაულისა და რუსეთის მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG