Accessibility links

site logo site logo

რუსეთმა ლვოვის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა


ლვოვის გუბერნატორი მაქსიმ კოზიცკი

15 მაისს გამთენიისას ლვოვის ოლქში რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა სამხედრო ინფრასტრუქტურის ზოგიერთ ობიექტზე.

ამ ინფორმაციას „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე რეგიონის გუბერნატორი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.

„მტრის სამი რაკეტიდან ერთი მოხვდა ლვოვის რეგიონის ქალაქ იავოროვში მდებარე სამხედრო ობიექტს, რომელიც მთლიანად განადგურებულია. ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს. არავის დასჭირდა სამედიცინო დახმარება. მადლობას ვუხდი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, რომელმაც ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა“, - წერს ლვოვის გუბერნატორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG