Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: განადგურებულია მოწინააღმდეგის ორი C-300 სისტემა


15 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დილის ანგარიშში ირწმუნება, რომ რუსულმა ავიაციამ გაანადგურა C-300 საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი უკრაინული გამშვები მოწყობილობა და სუმის ოლქში განლაგებული სარადარო პუნქტი.

„ღამის განმავლობაში, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მაღალი სიზუსტის საჰაერო რაკეტებმა გაანადგურეს 2 სამეთაურო პუნქტი, ასეულთა 11 საყრდენი პუნქტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო იარაღისა და საბრძოლო მასალის ოთხი საცავი ზაპოროჟიეს, პარასკოვიევკის, კონსტანტინოვკისა და ნოვომიხაილოვკის რაიონებში“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 მაისს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 მაისამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 165 თვითმფრინავი;
  • 125 ვერტმფრენი;
  • 879 უპილოტო საფრენი აპარატი;
  • 306 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
  • 3 098 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
  • 381 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა;
  • 1 525 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;
  • 2 934 სპეციალური სამხედრო მანქანა.

რუსეთს თავისი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ განუახლებია 25 მარტის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG