Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვა: რუსეთის ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების პროცესში ევროკავშირი ერთ ქვეყანას "მძევლად ჰყავს აყვანილი"


ევროკავშირის გეგმას, ემბარგო დაუწესდეს რუსეთის ნავთობს, ბლოკის 27 წევრიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა ბლოკავს - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 16 მაისს.

"მთელი კავშირი მხოლოდ ერთ წევრ ქვეყანას ჰყავს მძევლად აყვანილი... ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, არ შეიძლება მძევლები ვიყოთ", - თქვა ლანდსბერგისმა ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.

სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს ევროკავშირის დიპლომატების სიტყვებს, რომ ლანდსბერგისი ამ სიტყვებით უნგრეთს გულისხმობდა.

ევროკომისიის ექსპერტებმა შეადგინეს ევროკავშირის სანქციათა მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსეთის ნავთობის აკრძალვასაც ითვალისწინებს, თუმცა უნგრეთი, ისევე როგორც სლოვაკეთი და ჩეხეთი, ამ გეგმას ყოყმანით ეკიდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG