Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა


18 მაისი. ბრიუსელი. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს
18 მაისი. ბრიუსელი. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს

ბრიუსელში NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საცხოვრებელ რეზიდენციაში უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრაზე მედიისთვის კომენტარები არ გაკეთებულა. ცნობა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

18 მაისი. ბრიუსელი. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს
18 მაისი. ბრიუსელი. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს

ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს NATO-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინის ომს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ".

ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ იენს სტოლტენბერგი „ტვიტერზე" წერს, რომ სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მან საქართველოს ახლო პარტნიორი უწოდა.

NATO-ს ვებსაიტზე 18 მაისის დილას გამოქვეყნდა ცნობა ბრიუსელში სტოლტენბერგსა და ღარიბაშვილს შორის დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ ისე, რომ მასში გაუქმების მიზეზები დასახელებული არ ყოფილა.

„ქართული ოცნების" წევრებმა შეხვედრის გაუქმება გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნეს. თუმცა სტოლტენბერგმა დღეს, 18 მაისს, პირადად ჩაიბარა შვედეთისა და ფინეთის განაცხადები NATO-ში გაწევრიანების შესახებ.

მოგვიანებით NATO-ს ოფიციალურ ვებსაიტზე განახლდა ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და NATO-ს გენერალური მდივნის დღეს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად, სტოლტენბერგი ღარიბაშვილს შეხვდებოდა.

17-18 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 17 მაისს ღარიბაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG