Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის სამხედრო აგრესიამ 231 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა


უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილე ქალი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, რუსეთის საელჩოსთან. 2022 წლის მარტი
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილე ქალი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, რუსეთის საელჩოსთან. 2022 წლის მარტი

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 19 მაისს განახლებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დაღუპულია 231 ბავშვი და დაჭრილია 427. ბავშვის დაღუპვის ამ დროისთვის ბოლო ფაქტი დაფიქსირებულია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, სადაც, პროკურორის ოფისის ცნობით, 17 მაისს, სარაკეტო დარტყმა მოხდა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე, მეორე დღეს კი, მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს ქალის და 2 წლის ბავშვის ცხედრები.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ 18 მაისს განახლებული ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დაღუპულია 251 და დაჭრილია 382 ბავშვი. როგორც გაერო, ისე უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი განმარტავენ, რომ მათ მიერ დადასტურებული ფაქტები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG