Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო შეშფოთებულია ტაჯიკეთის მღელვარე რეგიონის ვითარებით, სისხლიანი გამოსვლების შემდეგ


მთიანი ბადახშანის რეგიონი, ტაჯიკეთი
მთიანი ბადახშანის რეგიონი, ტაჯიკეთი

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა შეშფოთება გამოთქვა იმ განცხადებების გამო, რომ ტაჯიკეთის მღელვარე რეგიონში, მთიან ბადახშანში, იზრდება დაძაბულობა და ძალადობა.

ბოლო დღეებში შეხლა-შემოხლა მოხდა დემონსტრანტებს და პოლიციას შორის. ვრცელდება ცნობები, რომ დაღუპულია 21 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.

აქციებს ბიძგი მისცა სიბრაზემ, რომელსაც იწვევს 2021 წელს აქტივისტის პოლიციაში სიკვდილის გამოუძიებლობა და რეგიონის მესვეურთა უარი, განიხილონ გუბერნატორის, ალიშერ მირზონაბოტის და რეგიონის დედაქალაქის, ხორუგის, მერის, რიზო ნაზარზოდას გადადგომა.

აქციები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მას შემდეგ, რაც 16 მაისს პოლიციამ მოკლა 29 წლის ადგილობრივი მცხოვრები ზემირ ნაზრიშოევი, რასაც მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან, მათი თქმით, "ანტიტერორისტული ოპერაციის" დაწყება.

"გაერო ყურადღებით მიადევნებს თვალს შექმნილ ვითარებას", - უთხრა ჟურნალისტებს გაეროს პრესმდივანმა სტეფან დუიარიჩმა 19 მაისის საღამოს და დასძინა, რომ გუტერეში ყველა მხარეს მოუწოდებს, თავშეკავება გამოიჩინონ და ყველაფერი გააკეთონ ვითარების მშვიდობიანად განმუხტვის მიზნით.

XS
SM
MD
LG