Accessibility links

site logo site logo

ჩემი ბებია გულაგიდან - კარი მაყაშვილის ამბავი


ჩემი ბებია გულაგიდან - კარი მაყაშვილის ამბავი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:23 0:00

კარი მაყაშვილი და მიხეილ გულისაშვილი, თავის ორ პატარა შვილთან ერთად, თბილისში, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ მაშინდელი პეროვსკაიას ქუჩაზე - ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ერთ ღამეს „ენკავედეს“ თანამშრომლები მათ კარზეც დააკაკუნებდნენ და ჯერ მიშას დააპატიმრებდნენ და დახვრეტდნენ, შემდეგ კი კარისაც გაუყენებდნენ გულაგის გზას. ზუსტად ასე მოხდა - 1937 წელს თბილისში კიდევ ორი პატარა დარჩა მშობლების გარეშე. გაუმართლათ, რომ ბავშვთა სახლში არ მოხვედრილან - მოხუცმა ბებიამ და ბაბუამ ითავეს მათი გაზრდა, მაგრამ დედა მათ შემდეგი რვა წელი აღარ უნახავთ, მამა - აღარასოდეს. კარი მაყაშვილიც, როგორც სამშობლოს მოღალატის ცოლი, სხვა ასობით ქალის მსგავსად, სატვირთო მატარებლით წაიყვანეს ყაზახეთში. გულაგის წლებზე საუბარს თბილისში დაბრუნებული კარი მაყაშვილი თავს არიდებდა. თავს გადახდენილი ტრაგედიას ბოლომდე თავის თავში ინახავდა.

ის, რაც „დიდი საბჭოთა ტერორის“ დროს რეპრესირებული ბებიის მონათხრობიდან შემორჩა, მისმა შვილიშვილმა, ირინე ელიზბარაშვილმა გვიამბო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG