Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა სევეროდონეცკთან გადაისროლა ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც „ტერმინატორები“ აქვს შეიარაღებაში


რუსეთის საბრძოლო მანქანა „ტერმინატორი“
რუსეთის საბრძოლო მანქანა „ტერმინატორი“

რუსეთის არმიამ უკრაინის აღმოსავლეთში, სევეროდონეცკის არეალში იერიშის მხარდასაჭერად აამოქმედა თავისი ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც შეიარაღებაში აქვს ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანები - „ტერმინატორები.“

ამის თაობაზე ბრიტანეთის დაზვერვის ცნობას აქვეყნებს მისივე თავდაცვის სამინისტრო. ამ ჯგუფის სევეროდონეცკის არეალში ყოფნა შეიძლება ნიშნავდეს იქ ჯარების ცენტრალური ჯგუფის მოქმედებას.

„უკრაინსკაია პრავდა-ს“ ცნობით, ამ ჯგუფმა ადრე, ომის პირველი ფაზის დროს, კიევის აღმოსავლეთის მიდამოებში, მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანები, „ტერმინატორები“, რუსეთმა განავითარა საგანგებოდ იმისთვის, რომ მოხდეს ტანკების მხარდაჭერა ავღანეთის და ჩეჩნეთის გამოცდილებიდან გამომდინარე.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ „რუსეთისთვის სევეროდონეცკის მიმართულება რჩება ერთ-ერთ უახლოეს ტაქტიკურ პრიორიტეტად. მაგრამ მაქსიმუმ ათი „ტერმინატორის ამოქმედებით, მათი გამოყენებით, საეჭვოა, რომ არსებითად ზეგავლენა მოახდინოს კამპანიის მსვლელობაზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG