Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა "არასასურველად" ცნო ჰაინრიხ ბიოლის ფონდი


მოსკოვი, რუსეთის გენერალური პროკურატურის შენობა
მოსკოვი, რუსეთის გენერალური პროკურატურის შენობა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველ ორგანიზაციად აღიარა ჰაინრიხ ბიოლის საერთაშორისო არასამთავრობო ფონდი.

უწყების ცნობით, "ფონდის საქმიანობა საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციურ წესრიგსა და უსაფრთხოებას." ამგვარად, ცნობილი გერმანელი მწერლის სახელობის ფონდი რუსეთში არასასურველად მიჩნეული 56-ე ორგანიზაცია გახდა.

2022 წლის აპრილში, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაიხურა რიგი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციების რუსული ფილიალები და წარმომადგენლობითი ოფისები, მათ შორის ბიოლის ფონდის ფილიალი. რუსულმა უწყებამ თავისი გადაწყვეტილება ახსნა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის "გამოვლენილი დარღვევებით".

ჰაინრიხ ბიოლის ფონდი მხარს უჭერს ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების სფეროში პროექტებს მსოფლიოს 34 ქვეყანაში. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰაინრიხ ბიოლის, სახელობის ორგანიზაცია 1997 წლიდან ფუნქციონირებს.

ორგანიზაციის არასასურველად აღიარება ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია და მასთან თანამშრომლობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG