Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსტონში გარდაიცვალა ეპატაჟური არტისტი დეივიდ დათუნა


დეივიდ დათუნა
დეივიდ დათუნა

48 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი დეივიდ დათუნა. ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ მეგობრები ავრცელებენ სოციალურ ქსელებში. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, დეივიდ დათუნა ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადებაა. ხელოვანი, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ბოსტონის კლინიკაში 24 მაისს გარდაიცვალა.

დეივიდ დათუნა სახელოვნებო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა 2019 წელს, როდესაც ერთ-ერთ გამოფენაზე 120 000 დოლარად შეფასებული ბანანი შეჭამა, რომელიც მაურიციო კატელანის არტისტულ ნამუშევარს წარმოადგენდა.

დეივიდ დათუნას არაერთი ნამუშევარი აქვს სათვალეების ლინზებისგან - ამ მეთოდით დამზადებული ქართული დროშა მან 2014 წელს გადასცა საჩუქრად საქართველოს პრეზიდენტს. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ამავე მეთოდით დამზადებული უკრაინის დროშაა, რომელიც არტისტის ოფიციალურ გვერდზე 2022 წლის 25 თებერვალს არის გამოქვეყნებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG