Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა უკრაინაში ომის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


ვიქტორ ორბანი პარლამენტში
ვიქტორ ორბანი პარლამენტში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რომელსაც, ორბანის თქმით, "ბოლო არ უჩანს". უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საგანგებო რეჟიმის შემოღება მთავრობისთვის რუსეთის ინტერვენციის შედეგებზე "მანევრის სივრცეს და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას" წარმოადგენს.
.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უნგრეთში შუაღამიდან ამოქმედდება და ის მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, გვერდი აუაროს პარლამენტს და სწრაფად მიიღოს განკარგულებები. უნგრეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში პირველადი ზომების შესახებ ოთხშაბათს, 25 მაისს, გამოაცხადებს.

მანამდე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ გამორიცხავს მომავალ კვირას დანიშნულ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს თაობაზე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული პროექტის განხილვის შესაძლებლობას. მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მიმართა წერილით, რომელშიც აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მხარს ვერ დაუჭერს სანქციებს ევროკავშირის დაფინანსების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის გარეშე, რაც ბუდაპეშტს რუსული ნავთობზე უარის თქმაში დაეხმარება.

ორბანის უარი პაკეტის განხილვაზე საფრთხეს უქმნის ბრიუსელის გეგმებს, წერტილი დაუსვას ევროკავშირის დამოკიდებულებას რუსულ ნავთობზე.

XS
SM
MD
LG