Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმას


ფოტო არქივიდან: ზაპოროჟიეს ოლქში დაცხრილული სახლის ფანჯარა. 2022 წლის 6 მაისი
ფოტო არქივიდან: ზაპოროჟიეს ოლქში დაცხრილული სახლის ფანჯარა. 2022 წლის 6 მაისი

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. მისივე ცნობით, დაზიანებულია სულ მცირე 62 საცხოვრებელი სახლი.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქს ესროლეს ოთხი ფრთოსანი რაკეტა და მათგან ერთი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია. როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, სამი რაკეტა საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდა.

უკრაინის სამხრეთში მდებარე ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილს რუსული არმია აკონტროლებს. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ზაპოროჟიე ისევ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა.

XS
SM
MD
LG