Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება: ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი ადგილობრივი გამოვავლინეთ


ოკუპირებული ცხინვალი
ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოავლინეს ცხინვალის მკვიდრი, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან სტაბილურ კონტაქტებს ინარჩუნებდა. მათივე ცნობით, რადგან პირის მიერ ქართული მხარისთვის გადაცემული მასალები "სახელმწიფო საიდუმლოებას" არ წარმოადგენს და "რესპუბლიკის" უსაფრთხოებას არ აზიანებს, კომიტეტმა ის ქმედებების განმეორების დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილა.

"გამოვლინდა ქალაქ ცხინვალის მკვიდრი, რომელიც სტაბილურ კონტაქტებს ინარჩუნებდა საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, რომელთა დავალებით აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითარებული ვითარების შესახებ. დადგენილია, რომ საგარეო დაზვერვის სამსახური სამხრეთ ოსეთის მოქალაქეს თანამშრომლობას ზეწოლის ქვეშ აიძულებდა, ამ უკანასკნელის საქართველოს ტერიტორიაზე სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მუქარით", - აღნიშნავენ დე ფაქტო უშიშროების სამსახურში.

ცხინვალის ე.წ. კანონმდებლობით, სახელმწიფოს ღალატი და ჯაშუშობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებად ითვლება ინდივიდის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რისთვისაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთით 12-დან 20 წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG