Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი და მშვიდობა ანუ ქართული აწმყო სადად


ავტორი: მარიამ ბიწაძე

მძაფრი შეგრძნებები თქვენს მეხსიერებასაც უსასრულოდ იკავებენ?

ამბობენ მეხსიერება ადამიანში მუცლად ყოფნიდან არსებობსო, ანუ ჩასახვიდან, ზრდასთან ერთად რჩება მხოლოდ ძალიან ძლიერი შეგრძნებები, როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური.

ბუნდოვნად, მაგრამ მახსოვს, ჩემს სახლში, მაგიდასთან მსხდომი ოჯახი, ბებიაჩემის ტიტინი, ბაბუ, მამა, დედაჩემი და ლამფის შუქი. თვითონ განსაზღვრეთ, 1994 წელს დავიბადე, ბევრ სიბნელეს არ მოვსწრებივარ მაგრამ 9 საათის შემდეგ რომ შუქი არ იყო, მამა ასეთ სიმღერას მღეროდა ჩვენს გასახალისებლად: „ყველაზე მეტი შუქი ვისა აქვს, ედიკა ბაბუას“.

ედიკა ბაბუა მაშინ ჩვენ პირდაპირ აღარ ცხოვრობდა, თუმცა ამ სახლს დღესაც ყველა იცნობს როგორც შევარდნაძის სახლს, ძალიან პატარა მე- უკვე ვიცოდი რომ ედიკა ბაბუა ჩვენი მეზობელი იყო მაგრამ ვერაფრით გამეგო, რატომ ჰქონდა ჩვენ მეზობელს ყველაზე მეტი შუქი და ჩვენ არც ერთი.

ქართველად დაბადებამ მასწავლა რომ მეზობლებს არ ირჩევენ. იმ სახლში, სადაც მე ვცხოვრობ ორივე სახეობის მეზობელი მყავს, კარგიც და ცუდიც, მათმა როტაციამ ისიც მოიტანა რომ ერთ მათგანს ჩვენი სახლის ყიდვა უნდოდა. არც კი ვიცნობდით ერთმანეთს, მოვიდა, გაგვეცნო, ვიმეგობროთო, მერე კიდევ მოვიდა კითხვით, ხომ არ გავყიდდით სახლს. ის ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია, ყველაზე მეტი მიწა აქვს და ყველაზე მეტად გვესაზღვრება, ისევ ვერ გავიგეთ რათ უნდოდა ჩვენი სახლი, რომელსაც არ ვყიდდით, შემოთავაზებული მეგობრობა ვერ შედგა, არ ვიცი, ალბათ თავიდანვე ფიქცია იყო, ვინაიდან სახლს, რომელსაც არ ყიდი, მეგობარს უფრო ადვილად მიყიდი, ვიდრე უცხოს, მისი რეალური ამოცანა ხომ მარტო დარჩენა იყო, ნაკლები მეზობლით...

საქართველო პატარა, სტრატეგიულ ადგილზე მდებარე ქვეყანაა, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა მიღებული დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება შემდეგ. დიდ მეზობელში მასაც არ გაუმართლა, ამ უკანასკნელმა ქვეყანა ვერ იყიდა ასე პირდაპირ, მაგრამ სხვა ყველაფერი ხელში ჩაიგდო.

ხშირად მიკავშირდებიან სხვადასხვა საქმიანი შემოთავაზებით, სამსახურს მთავაზობენ, ძირითად შემთხვევაში ყველაზე მიმზიდველი ანაზღაურების შემოთავაზებას ეჭვის თვალით ვუყურებ ხოლმე, კომპანიას კარგად ვიკვლევ და აუცილებლად გავდივარ რუსეთთან მის კავშირზე. უკრაინაში ომი რომ არა რუსეთის მეტასტაზებით იყო გაჯერებული ჩვენი ქვეყანა, ანტირუსული პროპაგანდა კი - ზედაპირული, ნაცვლად იმისა რომ 2008 წლის ომის შემდეგ გაძლიერებულიყო და მასზე აგებულიყო ქვეყნის კეთილდღეობა, მაგრამ ძალიან სუსტები აღმოვჩნდით. მე ოპტიმისტი ვარ და მიმაჩნია რომ 30 წლიანი დამოუკიდებლობისა და ქართველი ხალხის ამპარტავნების ნიადაგზე, მაინც წინ ვართ. ამპარტავნება ცუდად თუ მოგხვდათ თავად დაფიქრდით, ქვეყანაში, რომელსაც უზარმაზარი ბუნებრივი რესურსი აქვს, ყველაფერი იმპორტირებულია, ხორბალით დაწყებული.

ჩემი აზრით, ყველაფერი თითოეული ადამიანის შინაგანი თავისუფლებიდან იწყება. ქუჩებში თუ გაივლით, ფეხით, მანქანით ან ტრანსპორტით და დააკვირდებით ადამიანებს, ყველას სახეზე დაინახავთ იმას რომ ყველაფერი ძვირდება, მათი ხელფასი კი მცირდება, რომ სახელმწიფო არაფერსუკეთებთ”, რომ მანქანა დიდმა ჯიპმა ბოროტად გადაუჭრა, რომ ავტობუსში ასვლას არ აცდიან და ადგილს არ უთმობენ. პრობლემების აღმოჩენა მათი გადაჭრისკენ მიმავალი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, მაგრამ ქართველებს დაგვჩემდა პრობლემების სხვებში აღმოჩენა, სხვას კი ვერ უშველი და ყოველთვის დარჩები უკმაყოფილო.

ბოლო დროს აქტიურად ვაკვირდები რუსეთის მოქალაქეების გამოკითხვას მათი ქვეყნის პოლიტიკასთან დაკავშირებით და იცით რა კანონზომიერება აღმოვაჩინე? რუსულმა პროპაგანდამ გენიალურად იმუშავა, რუსების ტვინი კი არ გამორეცხეს, საერთოდ ამოტუმბეს და შიგნით ჩაუდეს ირეალობა რომ მათი ქვეყანა დიდებული და ძლევამოსილია, დიახაც, ყოველი მეორე რუსი ამას ამბობს და დიახაც, ისინი უბრალოდ პროპაგანდის ინსტრუმენტები არიან, მაგრამ ამის უფლება სადღაც, როდესღაც თავადვე გასცეს, ალბათ მაშინ, როცა ყველაფერი მეტისმეტად გაძვირდა და ქვეყანაზე გულის ტკივილი უბრალოდ შიმშილმა ჩაანაცვლა, როდესაცდიდებულირუსეთი ძალიან დიდ ტვირთად ექცათ.

დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც დამნაშავე არ არსებობს, სადაც ყველაფერი სხვისი ბრალია და რა გვიკვირს თუ მთლიანი პოლიტიკური სივრცეც ამას დაემსგავსა?! ხელისუფლების სათავეში მყოფნი, მხოლოდ წარსულზე გვესაუბრებიან და არასდროს ეზარებათ ოპოზიციის კრიტიკა. გავიხსენოთ, რატომ გვყავს ასეთი ხელისუფლება, იმიტომ რომ წინა არ გვინდოდა, ხოდა, მიდის ქვეყანა ნარატივით სახელადაბა, ის ჯობდა?!”. აქაც, როგორ უნდა გწყალობდეს აწმყო ან მომავალი თუ წარსულით ცხოვრობ?!

წესით, არაფერი ისე არ უნდა გვაერთიანებდეს როგორც რუსეთთან დამოკიდებულება. წესით, ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს რომ რუსეთი ისტორიულად მუდამ გვატყუებდა საკუთარი ინტერესებისთვის, რომლებიც არაჯანსაღია, თორე დემოკრატიული, განვითარებაზე ორიენტირებული ინტერესები რომ ჰქონდეს, ვინ დაგვასწრებდა?!

არა, დაგვასწრებდნენ, იმიტომ რომ ქართველი სკეპტიკოსია, ქართველს ეჭვი ეპარება, ქართველმა ქართველს იმდენჯერ უღალატა, უცხოს რანაირად ენდობა?!

პრობლემა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავში უნდა ეძებოს, იპოვნოს და აღმოფხვრას, სხვანაირად ჩვენი ტვინიც ამოტმბვადია, ვინაიდან არ შეგვწევს ძალა უკრაინასავით ბრძოლისა. აკაკი ბაქრაძეს ამბობდა რომ ყველაზე დიდი მონაპოვარითავისუფლება მაგრამ შენარჩუნებას დაუღალავი შრომა სჭირდება. დღეს ჩვენ ვდგავართ თავისუფლად, ომის წარსულით, ოკუპირებული ტერიტორიებითა და ოკუპირებული ადამიანებით, რომლებიც ქართულ მიწაზე რუსეთისთვის მუშაობენ.

ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოს აჩვენა რომ რუსეთის სიმდიდრე მხოლოდ კრემლის დამუშავებული დეზინფორმაციაა. მე კი საბოლოოდ დავრწმუნდი რომ სიმდიდრე ძალიან სუბიექტური მცნებაა და ნაკლებად განისაზღვრება ფულით, გაზითა და დენით, მე ყველაზე მდიდარი ლამფის შუქთან ვიყავი, ჩემ ბებიასთან, ბაბუასთან, მამასთან და დედასთან ერთად, უგაზოდ, უშუქოდ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG