Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უხილავი ჩრდილები (მეტროს დღიურები)


ავტორი: მიშო სორდია

ქ. თბილისის მეტრო პოლიტენი, გასაოცარი საბჭოური მოზაიკებით, ჭერს და სინათლეს მოკლებული სადგურებით, ჩამუქებული, დამალული ჩრდილების სამფლობელოებით და რათმქმაუნდა უამრავი ნაირნაირი ფეხსაცმლით. ყოველთვის მიყვარდა უცხოების ფეხსაცმლებზე დაკვირვება. უცნაურია , მაგრამ ხშირად ასახავს ადამიანს თავისი ფეხსაცმელი, მეც ვხალისობ ხოლმე ამ ჩემებური სულელური და ბავშური სამეცნიერო დაკვირვებით.

ჩვენს ქვეყანაში მეტროს შეუძლია ასახოს ბეტონის მიუსაფარ კედლებზე ადამიანთა მრავალფეროვანი ფსიქო ტიპები, ვინც მეტროთი მგზავრობს თბილისში, ერთხელ მაინც ჩაუხედავს სასაცილოდ მიწეპებული ვაგონების მოლოდინში ჟანგისფერ სიშავეში, ლორწოვანი მოწყენილი ლიანდაგებისთვის, რომლებიც იქ ქვემოთ თავიანთვის იმკვდარუნებენ თავებს. ამ დროს, უცნობი, როგორც წესი თავისი ძალებით დაუკმაყოფილებელი მამაკაცი, ჩაჰყურებს და ფიქრობს თავისთვის ლაღად, ნეტავ რა მოხდება, ლიანდგებს, რომ შევაფურთხო?! ბოროტს ეძებს ამ სიძველისაგან და დაღლილობისაგან გაშავებულ ლიანდაგებში, ამით ასახავს თავის მამაკაცურ ბუნებას, დომინანტი ჰომოსაპიენსი, ნერწყვის შემგროვებელი, მეტალის მჩაგვრელი, მის თავში არსებულმა თითოეულმა შესაძლო ცოცხალმა ენერგიამ მოიყარა თავი და გადაწყვიტა პირში დაგუბებული თხევადი სითხით გადმოენთხია ფაფუკად თავისი მთელი ცხოვრების შეუსაბამო რეალობა. დიადი გამარჯვება მტერზე!

უამრავ ადამიანს შეხვდებით თბილისის მიწისქვეშეთში, სიგიჟით ან სიყვარულით სავსე თვალებს, სიმარტოვით დაბერებულებს, მუსიკით შეპყრობილებს, მამაკაცებს, რომლებიც უცნაურად სრესენ თავიანთ გენიტალიებს და თითოეულ მათგანს სადღაც ეჩქარება, ლიმიტირებულ ინდივიდუალიზმს მიარბენინებენ პირველი ხაზიდან მეორე ხაზისაკენ სიმარტოვეში ჩამქვრალ კორიდორში. ეს უფერული ცივი კედლები, რომლებიც ამ ქალაქის უამრავ წებოვან საიდუმლოებებს ინახავენ, მას ესმის ჩვენი შიშების, იგი განცვიფრებულია თუ როგორ შეგვიძლია ფერი ვიცვალოთ ასე სწრაფად და უსირცხვილოდ.

ხელგამოწვდილ აბორიგენ აჩრდილებს ვერავინ ამჩნევს. გაუთავებელ ხმაურში და იმის ბჭობაში თუ როგორ დავეხმაროთ უცხო ქვეყნებში ხალხს, თითოეულ კუთხეში შეხვდებით ახლობელ ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე დგანან უსინათლოდ და ცდილობ პოზიტიურად გამოიწვდინონ თავინთი გათანგული ხელები ჩვენი მოწყალებისთვის. ამ ქალაქმა დიდი ხნის წინ დაიძინა, ჯერ კიდევ ჩვენი მშობლების ეპოქაში ცდილობდა გამოფხიზლებას, მაგრამ მარტოსულობის განცდამ ძილის ჭაობში ჩააყოფინა თავი. მას შემდეგ ისე ძლიერად და ენერგიულად ველოდებით, რომ გამოიღვიძოს და ამოიძირკვოს თავი, კონსტრუქციულ კიბერ რობოტად გადაიქცეს, დიდი ჭვარტლიანი კუდიდან შავი ორთქლი ამოუშვას და გვაიძულოს შრომა, თავჩაუხრელი, დაუღალავი, ოფლით და სისხლის შეტაკებით მიღწეულ მიზნამდე მისასვლელი. სხვა არანნაირი შანსი არ აქვთ უსახლკარო კაცუნებს და ქალუკებს გადარჩენის. მიწეპებიან გაძვალტყავებული ცარიელი ფიტულები, „სადგურის მოედნიდან“ გარდამავალ „საბურთალოს“ ეგრეთ წოდებულ მეორე ხაზის უჩრდილო სამფლობელოში.

რას ასახავენ ჩვენი თვალები?! ვიწრო აკლდამებში ჩატოვებული მეხსიერების გადამცემი სიფრიფანა ფერადი ფლაკონები. ყოველთვის მიკვირდა დროის უცნაური შენელების, გადაღლილობის და შემნუსხველი მოძრაობის წყურვილის ერთობლიობა მიქნმიდნენ განცდას, რომ დრო ნელდებოდა, მარტივად ვახდენდი ფოკუსირებას მხოლო და მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში და კონკრეტულ ადამიანებზე, ეს მაძლევდა საშუალებას, ან ილუზიის განცდას რომ უკეთ ვხედავდი მათ. ათი ათასჯერ მაინც მაქვს სწრაფად გარბენილი მეტროს პირველი ხაზიდან მეორე ხაზამდე დამაკავშირებელი პატარა კორიდორი, მაგრამ იმ უცნაური დროის შეხებას ყოველ ჯერ მხოლოდ ამ მონაკვეთზე ვგრძნობ, ჩახლართულ ფიქრებში და მომაკვიდნებელი ეიფორიით ვცდილობ გავარღვიო ბუნდოვანი ყოველდღიურობის მახჩობელა ბურუსი. ზუსტად აქ ამ ჭუჭყიანი გაზეთილი, უგემოვნოდ დალაგებული უფერული ცივი კედლების ვიწრო ხახაში, ვგრძნობ იმ ღვთაებრივ განათებას, დროის უმანკო დემონურ წახალისებას, რომელიც ოდნავ სიგიჟისკენ გიბიძგებს ისეთ ძლიერ ემოციურ გარდასახვას განიჭებს, ემზადება შენი გონება რაღაც აუხსნელთან ჭიდილისთვის, მაგრამ იმდენად გავართულეთ ყველაფრის აღქმა და ისე ხშირად ვეძებთ ყველაფერში ტყუილს, რომ ემოციურ კატასტროფას განიცდის მთელი ქალაქის გული. აცახცახებული გადაღლილი მოქალაქეების ფეხის გულები გულმოდგინედ მიაბიჯებენ ამ კორიდორს, მხოლოდ წინ, გვირაბის დასასრულისკენ იცქირებიან, ზოგი მათგანი უფრო უჩქარებს ფეხებს, არ ეცოდება თავისი მოკუჭული გამომწყვდეული ფეხის გულები, მსურს გაქრეს ეს ფუჭი იმედებით სავსე დამძიმებული კედლები, ჩემშიც მოკვდეს ეს ერთჯერადი თვითკმაყოფილი სიკეთის გამოვლინებები და ერთხელ მაინც მოვიკრობო ძალა და შევძლო რეალურად გავუწდინო დამხარების ხელი.

ვაგონი ნომერი 7122

საგანგებო კავშირი მემანქანესთან.

დააჭირეთ ღილაკს და ილაპარაკეთ:

„ ვიყავით ოდესმე გულწრფელად ერთიანები? „

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG