Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩი: მთელი გულით ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს


კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი
კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ელჩის მილოცვას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

"ევროკავშირი ურყევი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში... ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოსთან და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს", - თქვა კარლ ჰარცელმა.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზეც:

"საქართველომ ისტორიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთა. ახლა არის მომენტი, რომ საქართველომ იმოქმედოს და გამოავლინოს თავისი მონდომება ამ ევროპულ გზაზე".

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG