Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის გამოსვლის პარალელურად, პარლამენტთან ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს


ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პარლამენტთან
ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამდე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს, ჟურნალისტების აქცია დაიწყო. სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტები და მედიამენეჯერები გეგმავდნენ დახვედროდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა პრემიერმა სხვა შესასვლელით ისარგებლა.

აქციაზე ისმის "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი შეძახილები.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: "მადლობა, რომ გვიჭერთ, "მადლობა, რომ გვხურავთ" და სხვა.

"ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ არ ვეგუებით ამ ქვეყანაში დემოკრატიის დასრულებას, როგორც მას წარმოუდგენია, არ ვეგუებით, რომ რამდენი ხანია ჟურნალისტებს გვირტყამენ, ცდილობენ ჩვენს გაჩუმებას, განადგურებას, ახლა უკვე დაპატიმრებას. მოვედით აქ, რომ დაგვეფიქსირებინა, არ ვაპირებთ, მშვიდად ვუყუროთ, როგორ მიჰყავს რუსეთისკენ ეს ქვეყანა", - განაცხადა "მთავარი არხის" წამყვანმა მიხეილ სესიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

დღეს პარლამენტში დეპუტატები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და კიდევ 3 მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG