Accessibility links

site logo site logo

ჩეჩენმა ძალოვნებმა უკრაინიდან ჩამოსული მოხალისეების და ევროპიდან დაბრუნებულთა დაკავების ბრძანება მიიღეს


ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მომხრე სამხედრო დანაყოფი

უფლებადამცველებმა გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ასლან ირსახანოვის ხმა ისმის. იგი თავის ხელქვეითებს აძლევს დავალებას, "დაიწყონ პროცესი" უკრაინიდან დაბრუნებული მოხალისეებისა და ევროპიდან ჩამოსული ჩეჩნების მიმართ და მათი მხრიდან მცირე წინააღმდეგობის გაწევის ან ეჭვის შემთხვევაში, "მკაცრად დააკავონ" ისინი.

მიმართვა, რომელიც ჩეჩნურ ენაზეა, მოძრაობა 1ADAT-მა და უფლებადამცველთა ორგანიზაცია "ვაიფონდმა" თარგმნეს და გამოაქვეყნეს. ჩანაწერის გაკეთება, როგორც საუბრიდან ირკვევა, ჩეჩენი სამართალდამცველების მიერ ნადტერეჩნის რაიონის მცხოვრების, მაგომედ ბისულტანოვის მკვლელობამ გამოიწვია. ადრე გავრცელებული ცნობით, ის ბელგიის მოქალაქეა, მაგრამ ჩეჩნეთში დაბრუნების შემდეგ მასზე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელზე, თვალთვალი იყო დაწესებული. ძალოვნების ერთ-ერთი ვიზიტის დროს, მაგომედ ბისულტანოვმა დანით დაჭრა სამართალდამცველი, რომელიც მის ცოლს ავიწროებდა.

მოძრაობა 1ADAT-ის თანახმად, ბისულტანოვი ადგილზე მოკლეს, მისი ცოლი და მეგობარი კი გაიტაცეს.
"თქვენ იცით, თუ რა მოხდა ნადტერეჩნიში. ახლი კი კიდევ ერთმა ბიძაშვილმა იშიშვლა დანა და შეეცადა გაქცევას, მაგრამ ის დაჭრეს და დააკავეს. მათ დღეს მხოლოდ დანები აქვთ, ხოლო უკან დაბრუნებულ მოხალისეებს კი, ხელყუმბარები და პისტოლეტები. თუ ისინი იარაღს დაეუფლებიან, ისინი დიდ საგანგებო მდგომარეობას მოაწყობენ და ზიანს მიაყენებენ მთელ რაიონს, თქვენი კი შერცხვებით. აიძულეთ თქვენი თანამშრომლები, რომ მკაცრად იმუშაონ და წარმოადგინონ ყველა, ვინც [კადიროვის რეჟიმის მოწინააღმდეგეს] ჰგავს", - ამბობს მამაკაცის ხმა აუდიოჩანაწერზე.

მოძრაობა 1ADAT-ი ადასტურებს მოკლული მაგომედ ბისულტანოვის ბიძაშვილის დაკავებას. აქტივისტების თქმით, საუბარია მუჰამედ ისლამოვზე. უფლებადამცველებმა გამოაქვეყნეს სურათი, რომელზეც დაჭრილ მამაკაცს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.

  • მაისის დასაწყისში ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არსლან ირასხანოვმა, უკრაინაში გასაგზავნ ე.წ. მოხალისეთა კიდევ ერთ ჯგუფს მოუწოდა, არ ჩაერთონ "მაროდიორობაში".
  • მანამდე უფლებადამცველებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინის ომისთვის ჩეჩნეთში ე.წ. "მოხალისეების" აყვანა იძულებით ხასიათს ატარებს. რესპუბლიკაში მასობრივად არიან დაკავებული მამაკაცები, რომლებსაც სისხლის სამართლის საქმეების შეთითხნით ემუქრებიან, თუ ომში წასვლაზე უარს იტყვიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG