თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს - სროლის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი.
ამჟამად არაყიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და ავტომობილებისთვის მოძრაობა გადაკეტილია.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება ორი მუხლით (236-ე და 118-ე) მიმდინარეობს შემდეგ დანაშაულებზე: ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.