Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიამ ხერსონი ჩაკეტა, ხალხს "სახალხო რესპუბლიკებისკენ" ატარებენ


ქალაქი ხერსონი. 2022 წლის 20 მაისი.
ქალაქი ხერსონი. 2022 წლის 20 მაისი.

რუსმა სამხედროებმა ჩაკეტეს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორია და ადგილობრივებს არ ეძლევათ თავისუფლად გადაადგილების უფლება, - ამის შესახებ რუსეთის მედია იუწყება, რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის წარმომადგენელზე, კირილ სტრემოუსოვზე დაყრდნობით.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, ოლქიდან გასვლა დაშვებულია მხოლოდ ანექსირებული ყირიმისკენ და ზაპოროჟიის იმ ტერიტორიისკენ, რომელსაც ასევე რუსეთის არმია აკონტროლებს. შეთავაზებული მარშრუტით ხალხს გადასვლა შეუძლია ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ „სახალხო რესპუბლიკებში“.

კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობას არ უშვებენ.

„საზღვარი დაკეტილია უსაფრთხოების მიზნების გამო. ძალიან სახიფათოა საზღვრის გადაკვეთა ნიკოლაევსა და დნეპროპეტროვსკის ოლქების მიმართულებით... საერთოდ არ გირჩევთ უკრაინაში გამგზავრებას, რა მიზეზითაც უნდა იყოს ეს“, – აცხადებს სტრემოუსოვი.

ხერსონი რუსეთის არმიამ უკრაინაში შეჭრის პირველსავე დღეებში დაიკავა. კიევი აცხადებს, რომ დაიბრუნებს დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას და გასამართლდებიან ​კოლაბორაციონისტები, რომლებიც, უკრაინის სახელმწიფოს საზიანოდ, ჩადგნენ რუსი დამპყრობლების სამსახურში.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, უკვე დაკავებულია ათასზე მეტი ადამიანი და აღძრულია რამდენიმე ათასი სისხლის სამართლის საქმე. კოლაბორაციონალისტების წინააღმდეგ უკრაინამ კანონმდებლობა გაამკაცრა და რიგ შემთხვევებში, სასჯელი 15-წლიან პატიმრობასაც ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG