Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი არ ადასტურებს ქალაქ ლიმანის აღებას რუსეთის არმიის მიერ


დონეცკის ოლქი
დონეცკის ოლქი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი სრულად დაიკავეს.

მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი უკრაინული ტელეარხის ეთერში აღნიშნავს, რომ „ნაადრევია საბოლოო დასკვნების გამოტანა“ ქალაქის აღებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ქალაქში ბრძოლები გრძელდება.

„ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია მართლაც არ არის იოლი. მოწინააღმდეგე ძლიერია, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალებიც ძლიერია“, - ამბობს მალიარი. მის განცხადებას „ნასტოიაშჩეე ვრემია“ ავრცელებს.

შაბათს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქს სრულად აკონტროლებენ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „სახალხო მილიცია“ და რუსეთის არმია.

რუსეთის არმიისთვის ლიმანის აღება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, რადგან ეს ტერიტორია მსხვილ კვანძს და მდინარე სევერსკი დონეცზე გადებულ სარკინიგზო და საავტომობილო ხიდებზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა, - წერია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

სხვადასხვა შეფასებით, ლიმანის აღება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, გააგრძელოს შეტევა დონბასში, მისი გეგმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ქალაქების სლავიანსკისა და კრამატორსკის ასაღებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG