Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: გილოცავთ კიევის დღეს. კიეველების საუკუნოვანი გამძლეობა იმედისმომცემი და სამაგალითოა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიეველებს უკრაინის დედაქალაქის დღე მიულოცა. კიევის დღე მაისის ბოლო კვირას აღინიშნება ხოლმე.

„გილოცავთ კიევის დღეს. ამ მშვენიერ ქალაქს, 1540 წლის ევროპულ ქალაქს, მომავალი ისეთივე ნათელი და გმირული აქვს, როგორიც მისი ისტორიაა. ვულოცავ კიეველ ხალხს, რომელთა საუკუნოვანი გამძლეობაც იმედისმომცემი და სამაგალითოა“, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

XS
SM
MD
LG