Accessibility links

site logo site logo

უკრაინაში ჩეჩნეთიდან საომრად გაგზავნილთა შორის მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებიც არიან


ჩეჩენი მებრძოლები მარიუპოლში

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში მონაწილეობენ სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდადებული ისეთი პირებიც, რომლებსაც ნასამართლობის ვადა არ გასვლიათ.

ჟურნალისტები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც გააანალიზეს უკრაინის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული 2,5 ათასი "კადიროველის", ანუ რამზან კადიროვისადმი ლოიალურად განწყობილი მებრძოლებისა და ე.წ. "მოხალისეების" სია და მასში აღმოაჩინეს როგორც რეციდივისტები, ისე ჩეჩნეთის ის მცხოვრებნი, რომლებსაც სასჯელის ვადა არ გასვლიათ.

ერთ-ერთი ტელეგრამ-არხის ("Можем объяснить") დაანგარიშებით, ჩეჩნეთიდან უკრაინაში გადასროლილი 953 "მოხალისიდან", სულ მცირე 101-ს აქვს სისხლის სამართლის "დანაშაულებრივი წარსული და აწმყო".

ასე მაგალითად, უკრაინაში საომრად გაგზავნილ "კადიროველებს" შორის აღმოჩნდა არაერთგზის ნასამართლევი ბეკხან ტაიმუსოვი, რომელსაც 2022 წლის ბოლომდე თაღლითობისთვის უნდა მოეხადა სასჯელი საერთო რეჟიმის კოლონიაში. უკრაინაშია ასევე ტამერლან მაგამერზუევი, რომელსაც იძულებითი შრომა მიესაჯა 2022 წლის მარტში, მაგრამ, სასჯელის მოხდის ნაცვლად, ის საომრად წავიდა.

მაისის დასაწყისში ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არსლან ირახანოვმა, სანამ უკრაინაში ე.წ. მოხალისეთა კიდევ ერთ ჯგუფს გააგზავნიდა, მოუწოდა მათ, არ მიეღოთ მონაწილეობა მაროდიორობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG