Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და ერდოანმა სატელეფონო საუბარი გამართეს


ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარჯვნივ). კოლაჟი.
ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარჯვნივ). კოლაჟი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 30 მაისს სატელეფონო საუბარი გამართეს.

ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, სტამბოლში მოაწყოს რუსეთს, უკრაინასა და გაეროს შორის შეხვედრა, ასევე მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში შესაძლო სამეთვალყურეო მისიაში, თუკი მოსკოვი და კიევი ამაზე შეთანხმდებიან.

კრემლი იტყობინება, რომ პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანის პრობლემა. კერძოდ, ისაუბრეს შავ ზღვასა და არალის ზღვაში საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოებაზე და მათ აკვატორიებში ნაღმების საფრთხის თავიდან აშორებაზე. მოსკოვმა კვლავ განაცხადა, რომ მზადაა განახორციელოს სასუქისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, თუკი დასავლეთი გააუქმებს უკრაინაში ომის გამო მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს.

გარდა ამისა, პრეზიდენტებმა ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე ჩრდილოეთ სირიაში, საიდანაც, ერდოანის თქმით, გრძელდება თურქეთზე თავდასხმები.

XS
SM
MD
LG