23-დან 29 მაისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა - 614. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა სულ 104 996 ტესტი. მათგან 95 506 ანტიგენ ტესტი, 9 490 PCR ტესტი.
7 დღის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია 0.55%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია "ომიკრონის" B.A.2 შტამი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 657 729 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 828 ადამიანი.