Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დაამტკიცა ლიუბოვ სობოლისთვის პირობითი პატიმრობის რეალურით შეცვლა


ლიუბოვ სობოლი
ლიუბოვ სობოლი

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 1 ივნისს დაამტკიცა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თანამებრძოლის, ლიუბოვ სობოლის განაჩენი, რომელიც 2022 წლის აპრილში გამოიტანეს „სანიტარულ საქმესთან“ დაკავშირებით. მაშინ სასამართლომ მას თავისუფლების პირობითი აღკვეთა რეალური ვადით შეუცვალა და კოლონიაში ექვსი თვით პატიმრობა განუსაზღვრა. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ სობოლის ადვოკატი ვლადიმირ ვორონინი იტყობინება.

2021 წლის აგვისტოში მოსკოვის პრეობრაჟენსკის რაიონულმა სასამართლომ ლიუბოვ სობოლი დამნაშავედ ცნო ე.წ. „სანიტარულ საქმესთან“ დაკავშირებით. გამოძიების ვერსიით, მისი მოწოდებები, აქციებზე გამოსულიყვნენ 2021 წლის იანვარში დაპატიმრებული ნავალნის მხარდასაჭერად, ხელს უწყობდა კორონავირუსის გავრცელებას. სასამართლომ სობოლს წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოპოზიციონერს აუკრძალეს ღამით სახლიდან გასვლა, მასობრივ ღონისძიებებზე დასწრება, მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ფარგლებს გარეთ გასვლა.

სობოლმა დანაშაული არ აღიარა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ გამოძიებამ ვერ იპოვა ვერცერთი ადამიანი, ვინც მისი მოწოდებით მივიდა აქციაზე და ამასთან COVID-19-ით იყო ავად. განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღის შემდეგ სობოლმა რუსეთი დატოვა.

სანიტარულ საქმეშიათი ადამიანი მონაწილეობდა. 2022 წლის თებერვალში ერთ-ერთს, ოლეგ ნავალნის, ასევე შეუცვალეს პირობითი პატიმრობა რეალურით. ამასვე ითხოვდნენ პანკჯგუფ Pussy Riot-ის მონაწილის, მარია ალიოხინასა და მუნიციპალური დეპუტატის, ლიუსია შტეინის მიმართ. ყველამ დატოვა რუსეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG