Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილოშ ზემანი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გარდა, უკრაინისთვის ევროპული ბაზრის გახსნაა საჭირო


ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელსაც კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი ევროპელი ლიდერის იმიჯი ჰქონდა, 24 თებერვლის შემდეგ მკაცრად აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინს
ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელსაც კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი ევროპელი ლიდერის იმიჯი ჰქონდა, 24 თებერვლის შემდეგ მკაცრად აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინს

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი არ არის სანქციების მომხრე, მაგრამ აღიარებს მათ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"იცით, რომ ეკონომიკური სანქციების მომხრე არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ ეფექტურ ინსტრუმენტზე, რომელიც ჩვენ, როგორც ევროკავშირს, გაგვაჩნია. და მათ აქვთ გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე, რაც მრავალი ეკონომიკური მაჩვენებლით დასტურდება, " - აღნიშნა მილოშ ზემანმა.

ზემანმა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს "მტკიცე და უპრეცედენტო" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად ევროკავშირმა ფართოდ უნდა გაუღოს ბაზარი უკრაინულ საქონელს.

"ვფიქრობ, რომ სავაჭრო სექტორში ბარიერების მოხსნა და ლიბერალიზაცია შეიძლება, გრძელვადიანი თვალსაზრისით, სასარგებლო იყოს ორივე მხარისთვის–უკრაინისა და ევროპისთვის", – განაცხადა მილოშ ზემანმა.

ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელსაც კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი ევროპელი ლიდერის იმიჯი ჰქონდა, 24 თებერვლის შემდეგ მკაცრად აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინს, რომელსაც „შეშლილი“ უწოდა და თქვა, რომ „აუცილებელია მისი იზოლირება“.

XS
SM
MD
LG