Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ისტორიის მუზეუმიდან გაათავისუფლეს ლიკა მამაცაშვილი, დროებითი გამოფენების კურატორი


თბილისის ისტორიის მუზეუმიდან მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს კურატორი, დროებითი გამოფენების უფროსი, ლიკა მამაცაშვილი. ამ დროისთვის ის ამ ინსტიტუციიდან გათავისუფლებული ერთადერთი თანამშრომელია. როგორც თავად ლიკა მამაცაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გათავისუფლების ბრძანების მიღებამდე მასაც და მის კოლეგებსაც ჰქონდათ გასაუბრება, რომელსაც მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თბილისის ისტორიის მუზეუმი 2022 წლის 8 მარტს ეთნოგრაფიული მუზეუმის მართვაში გადავიდა და მის ხელმძღვანელად ნინო ჭიპაშვილი დაინიშნა. ნინო ჭიპაშვილი ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელობამდე პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა, იყო მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი.

თბილისის ისტორიის მუზეუმში რეორგანიზაციის დაწყებას წინ უსწრებდა რეორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ მუზეუმში - სამივე ინსტიტუციიდან ათობით თანამშრომელია გათავისუფლებული. მათი ნაწილი თვლის, რომ კულტურის მინისტრის დანიშნულმა ახალმა ხელმძღვანელებმა განსხვავებული აზრის ან კრიტიკული დამოკიდებულების გამო გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG