Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში გარემოსდამცველთა საპროტესტო აქცია გაიმართა


გარემოსდამცველთა საპროტესტო აქცია რუსთავში. 5 ივნისი, 2022 წელი
გარემოსდამცველთა საპროტესტო აქცია რუსთავში. 5 ივნისი, 2022 წელი

გარემოსდაცვითი კანონმდებლობის აღსრულება მოითხოვეს 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ეკოჯგუფ "გავიგუდეს" ორგანიზებით გამართულ აქციაზე რუსთავში.

ორასამდე ადამიანმა რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყო. აქცია მერიის შენობის წინ საპროტესტო მიტინგით დასრულდა.

"გავიგუდეს" ლიდერმა თიკო მაღედანმა მიტინგზე სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და მის ეკოაქტივისტებს. მან ასევე განაცხადა, რომ 6 ივნისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაეგზავნება პეტიცია, რომელსაც ხელს მოაწერენ აქციის მონაწილენი.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

"გავიგუდეს" ხელისუფლების მიმართ ხუთი მოთხოვნა აქვს, ესენია:

  • აღსრულდეს ჰაერდაცვითი კანონმდებლობა, რომელიც ზუსტად 1 წელია, რაც ძალაში შევიდა;
  • სამინისტრომ გამოაქვეყნოს გეგმა-გრაფიკი, რომელ საწარმოს როდის ექნება ფილტრები და თვითმონიტორინგის სისტემა;
  • სამოქალაქო სექტორი უფრო აქტიურად ჩართონ საწარმოებთან შეხვედრებში და გაზარდონ მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულების ხარისხი;
  • ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფი გახდეს უფრო ქმედითი (მათ შორის, რუსთავის მერიამ დროულად შეასრულოს საკუთარი პასუხისმგებლობები);
  • გაიზარდოს საწარმოების კონტროლი და არაგეგმური ინსპექტირების რიცხვი.

"გავიგუდეს" ლიდერმა თიკო მაღედანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსთავში ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების რაოდენობა კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ზღვარს, რაც ჯანმრთელობისთვის არის საშიში.

XS
SM
MD
LG