Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაიღუპა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი რომან კუტუზოვი


რუსეთის სამხედრო ფორმა, კიევის ოლქის დმიტროვკის დასახლება, 2022 წლის აპრილი
რუსეთის სამხედრო ფორმა, კიევის ოლქის დმიტროვკის დასახლება, 2022 წლის აპრილი

უკრაინაში, ნიკოლაევკის დასახლებასთან მიმდინარე ბრძოლაში დაიღუპა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი რომან კუტუზოვი, ამის შესახებ იუწყებიან სეპარატისტთა მხარეს მებრძოლი მწერალი ზახარ პრილეპინი და კრემლის მომხრე რამდენიმე ომის კორესპონდენტი.

აღინიშნება, რომ რაიონს, სადაც კუტუზოვი დაიღუპა, მოცემულ მომენტში აკონტროლებენ რუსეთის ჯარისკაცები და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დანაყოფები.

2020 წელს კუტუზოვი ხელმძღვანელობდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავ აღლუმს.

მანამდე მედიასაშუალებები, მათ შორის რუსული გამოცემა "მედიაზონა" და "ბიბისი" ღია წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ უკრაინაში რუსეთის არმიის იმ 60-მდე ოფიცრის დაღუპვაზე, რომელთა რანგიც პოდპოლკოვნიკი ან უფრო მაღალი იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაკეთებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG