აშშ-ის ხელისუფლება რუს ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩს ადანაშაულებს ორი თვითმფრინავის ექსპორტში იმ ლიცენზიის გარეშე, რომელსაც მოითხოვს უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ 6 ივნისს განაცხადა, რომ აბრამოვიჩმა თავისი რუსი შვილების სახელები მოიხსენია იმ კომპანიებთან მიმართებით, რომლებიც ფლობენ "ბოინგ 787 დრიმლაინერს" და "გალფსტრიმ G650 ER-ს", თუმცა რეალურად კომპანიების კონტროლს თავად განაგრძობდა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო კონფისკაციის პროცედურა ორი თვითმფრინავისა, რომლებმაც, სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ტერიტორია წელს უფრო ადრე გადაკვეთეს, აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევით. ფედერალურმა მოსამართლემ ხელი მოაწერა ორდერს, რომელიც ითვალისწინებს ნებართვას ამ ორი თვითმფრინავის ჩამორთმევაზე.
FBI-ის თანახმად, "გოლფსტრიმი" 15 მარტის შემდეგ მოსკოვში იმყოფება, ბოინგი კი დუბაიშია.
აბრამოვიჩისთვის წაყენებული ბრალდებების ფონია აშშ-ის ხელისუფლების ძალისხმევა ზეწოლა განხორციელდეს ბიზნესმენებზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გარემოცვიდან იმისთვის, რათა მოსკოვმა უკრაინაში ომი შეწყვიტოს.