Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: "ყველანაირად დავიცავ ადამიანებსაც და მემკვიდრეობასაც"


მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, სამუზეუმო სფეროში რეორგანიზაცია დაიწყო. რეორგანიზაციის ფარგლებში შესუსტდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის ხელთ არსებული მართვის ბერკეტებიც. ის ახლა ვალდებულია, ყველა გადაწყვეტილება მუზეუმის დირექტორატთან ერთად მიიღოს - დირექტორატი ძირითადად მინისტრის მიერ დანიშნული კადრებით არის დაკომპლექტებული.

დავით ლორთქიფანიძემ სამუზეუმო სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე საჯაროდ მხოლოდ ერთხელ, ეროვნული მუზეუმში ისაუბრა მედიასთან - ამ დღეს ის ნიკოლოზ ახალბედაშვილის მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა. ხელოვნების მუზეუმის მაშინდელი დირექტორი, რომელიც ახლა ლორთქიფანიძის მოადგილის თანამდებობას იკავებს, ლორთქიფანიძეს “მუზეუმის გამოშიგვნაში” ადანაშაულებდა - სწორედ ახალბედაშვილი აწერს ხელს ეროვნული მუზეუმიდან მეცნიერების გათავისუფლების ბრძანებს.

დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ კონკრეტულ ადამიანებზე ლაპარაკი არ სურს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს ეროვნული მუზეუმის დასაცავად.

XS
SM
MD
LG