Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Paris Match: პუტინის გარემოცვა მალავს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას


ვლადიმირ პუტინი, კოლაჟი
ვლადიმირ პუტინი, კოლაჟი

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საგარეო ვიზიტებში თან ახლავს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის "სპეციალური" თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის პრეზიდენტის ექსკრემენტებისა და შარდის შეგროვებაზე. ამის შესახებ ნათქვამია ფრანგული გამოცემა Paris Match-ის მასალაში, რომელიც მომზადდა რუსული გამოცემა "პროექტის" თანამშრომლის, მიხაილ რუბინის მონაწილეობით.

ჟურნალისტების ცნობით, პუტინის ერთ-ერთ მცველს ეს შეგროვებული მასა 2017 წლიდან მიაქვს რუსეთში, რათა სახელმწიფოს მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დამალოს.

მანამდე გამოცემა "პროექტი" იუწყებოდა, რომ 2016 წლიდან 2020 წლამდე პუტინს საგარეო ვიზიტებში თან ახლდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმების ჯგუფი და მათ შორის იყო ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სპეციალისტი.

ჭორები იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი სიმსივნით არის დაავადებული და ოპერაცია ჩაუტარა, მედიაში წლების განმავლობაში ჩნდებოდა. კრემლი უარყოფს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ პრეზიდენტი სრულიად ჯანმრთელია.

მაგრამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე პუტინის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა, რომელმაც 2017 წელს გადაიღო ოთხნაწილიანი დოკუმენტური ფილმი რუსეთის პრეზიდენტის შესახებ. ფილმზე მუშაობისას სტოუნი არაერთხელ შეხვდა პუტინს. ამავე დროს, რეჟისორმა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ავადმყოფობაზე საუბრობდა, თქვა, რომ პუტინმა ონკოლოგიური დაავადება "გადაიტანა". ოფიციალურ ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით, პუტინის დაავადების შესახებ Newsweek-იც წერდა.

ვლადიმირ პუტინის ექიმები. ერთი გამოძიების ისტორია
please wait

No media source currently available

0:00 0:06:22 0:00

XS
SM
MD
LG