Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში დაახლოებით 10 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების დაკრძალვა
ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების დაკრძალვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ 10 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, - იუწყება უკრაინული პორტალი ТСН-ი.

უფლებადამცველ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასაწყისში დღეში საშუალოდ 100 უკრაინელი სამხედრო იღუპება. რუსეთის არმიის დანაკარგი დღეში საშუალოდ 1000 ჯარისკაცს შეადგენს. ახლა, არესტოვიჩის გათვლებით, რუსეთის არმია ყოველდღე 200-300 ჯარისკაცს კარგავს.

მანამდე უკრაინის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა თქვა, რომ ახლა უკრაინელი სამხედროების დანაკარგები დღეში 100-დან 200 ადამიანამდეა. ამ მონაცემების საბრძოლო პირობებში გადამოწმება შეუძლებელია.

არესტოვიჩმა და პოდოლიაკმა აღნიშნეს, რომ ასეთი დანაკარგების მიზეზია რუსული არმიის მნიშვნელოვანი უპირატესობა არტილერიის შესაძლებლობების მხრივ.

რუსული არმიის დანაკარგების შესახებ ცნობები მანამდე დასავლური წყაროების მითითებით არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. ასე მაგალითად, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებში ტელეკომპანია BBC-ის თანამოსაუბრის თანახმად, ომში 24 თებერვლის შემდეგ დაიღუპა დაახლოებით 20 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთის ჯარები ყველაზე დიდ დანაკარგებს ლუგანსკის რეგიონის დასავლეთით მიმდინარე ბრძოლებში განიცდიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს ოფიციალურად მარტში გამოაცხადა "სპეცოპერაციის" დროს დაღუპულ რუს ჯარისკაცთა რაოდენობა, რომელიც კრემლის თანახმად 1,351-ს არ აღემატებოდა.

XS
SM
MD
LG