Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ყოფილი ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა


სევეროდნეცკის ერთ-ერთი ქუჩა
სევეროდნეცკის ერთ-ერთი ქუჩა

ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცი ჯორდან გეთლი დაიღუპა ქალაქ სევეროდონეცკში, სადაც გრძელდება გააფთრებული ბრძოლები რუსეთისა და უკრაინის ჯარებს შორის. BBC-ის ცნობით, ჯორდან გეთლი მარტის თვეში გათავისუფლდა ბრიტანეთის არმიიდან და მოხალისედ გაემგზავრა უკრაინაში.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის დაეხმარება უკრაინაში დაღუპული ბრიტანელის ოჯახს.

წინა დღით ცნობილი გახდა, რომ დონბასში რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ჩეხეთის მოქალაქე დაიღუპა.

XS
SM
MD
LG