უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 13 ივნისამდე, 288 ბავშვი დაიღუპა და 527 დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის გენერალურ პროკურატურა იტყობინება მოზარდთა პროკურორების მონაცემებზე დაყრდნობით.
„ყველაზე მეტი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 218, ხარკოვის ოლქში - 166, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 54, ხერსონის ოლქში - 52, ნიკოლაევის ოლქში - 48, ზაპოროჟიეს ოლქში - 30, სუმის ოლქში - 17. 12 ივნისს რუსეთის სამხედროების მიერ ლუგანსკის ოლქის საარტილერიო იერიშისას დაიღუპა 6 წლის ბიჭი. 11 ივნისს ტერნოპოლის ოლქის ქალაქ ჩერტკოვში იერიშის შედეგად დაიღუპა 12 წლის გოგონა. სისხლის სამართლის დარღვევათა შესწავლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ 20 მარტს ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 8 წლის ბიჭი. ასევე ცნობილი გახდა ხარკოვის ოლქში დაბომბვის შედეგად კიდევ 17 ბავშვის დაჭრის შესახებ“, - ნათქვამია გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში.
ეს რიცხვები არ არის საბოლოო, ვინაიდან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მონაცემების მოპოვება აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილებიდან, რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული და უკრაინის ჯარების მიერ გათავისუფლებული ტერიტორიებიდან.