Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ გაირკვევა ვინ იქნება ბათუმის „დინამოს“ მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე


ევროპულ ფეხბურთში ახალი საკლუბო სეზონის სამზადისია. 14 ივნისს უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართება და ბათუმის „დინამოს“ მეტოქეც გაირკვევა.

საქართველოს ჩემპიონი შეჯიბრებაში ივლისში ჩაებმება, პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან. წილისყრამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა იმ ხუთი გუნდის ვინაობა, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაუპირისპირდება ბათუმის „დინამოს“. ეს გუნდებია: „შერიფი“ (მოლდოვა), „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „შემროკ როვერსი“ (ირლანდია) და „ლინკოლნი“ (გიბრალტარი).

ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონი 5-6 ივლისს გაიხსნება. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები 12-13 ივლისს შედგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG