Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდა - მიზეზი ისევ საგურამოს სათავე ნაგებობაზე სტიქიით გამოწვეული მოვლენებია


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, საგურამოს სათავე ნაგებობაზე სტიქიით გამოწვეული მოვლენების გამო წყალმომარაგება შეეზღუდა თბილისის ქუჩების ნაწილს. განცხადების თანახმად, წყლის მიწოდება აღდგება 14 ივნისს, 12:00 საათამდე.

გლდანის რაიონში:

ჯანჯღავას, კაჭარავას, მეგობრობის, თიანეთის გზის ქუჩებს, ლიბანის ქუჩას N 24-N30(ლუწები), ანდრონიკაშვილის, ანდრონიკაშვილის 2 ჩიხს, ანდრონიკაშვილის მე-2, მე-3 და მე-4 შესახვევებს, ჭრებალოს ქუჩას თავისი ჩიხებით, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის, უწერის, 9 ძმა ხერხეულიძის, 26 მაისის ქუჩებს, ახალ საბავშვო ბაღს, გმირი კურსანტების ქუჩას (ყოფილი უშიშროების აკადემიის). გლდანის 1 და 4 მ/რ-ებს, ანგია ბოჭორიშვილის და ვართაგავას ქუჩებს.

გლდანის მე-5, 6, 7, 8 მ/რნ-ებს, სოფ.ბერთუბანს, გიორგი წმინდას, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის, მებაღიშვილის ქუჩებს. თიანეთის გზატ-ს, გლდანის საპატიმროს, ჰაიდელბერგცემენტს.

ლიბანის, ბარისახოს, უწერის, ყუშიტაშვილის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, გაგრის, ბარალეთის, კაჭარავას, გლდანის ხევის, ჯანჯღავას, ჭრებალოს და ნანეიშვილის ქუჩებს.

ზაჰესში გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის ენერგეტიკის ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში:

ქოშიგორა (ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასურის, ასი ათასი მოწმის ქუჩებს), სასოფლოს დასახლებას, სოფ. ზურგოვანს (კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოს, აფხაზეთის ქუჩებს), ვიქტორ ნოზაძის ქუჩას, ამერიკის საელჩოს მიმდებარე დასახლებას, მუხათგვერდის გზას, დიღმის სასწავლო მეურნეობას, დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებას, ბენდუქიძის დასახლებას, ხელაშვილის, ფარნავაზის, გ.ბრწყინვალეს, დ.თავდადებულის, სტრაბონის, პეტრიწის, ფერაძის, გოგიაშვილის, მაქს ტილკეს, ცხაკაიას, გეხტმანის, ჭანდრის, ჰენრიკ პრინევსკის, ასმათის, ჰაინრიხ კლაპროთის, არჩილ მეფის, რამაზის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, ჯავახიშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, სონღულაშვილის, უგრელიძის, მარკო პოლოს, ჟოზეფ ტურნეფორის, კრისტოფერ კასტელის, ფედერიკ მონპერეს, არქანჯელო ლამბერტის, კრისტიან სტივენის, იან ჰომერის, იაკობ რაინეგსის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის, ტარიელის, თინათინის, ავთანდილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, გულანშაროს, მულღაზანზარის, ნურადინ ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ისიდორე დოლიძის, შეყლაშვილის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, გრიგოლ ჩხიკვაძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის, მუხრან მაჭავარიანის, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, ბატონიშვილის, რჩეულიშვილის, შმერლინგის და თეთრი დუქნის ქუჩებს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, "ტოიოტას" მიმდებარე ახალ დასახლებას, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას; თინათინ წერეთლის, ვალენტინ თოფურიას, თოფურიძის, ციალა გაბაშვილის ქუჩებს, ვაშლიჯვრის დასახლების კორპუსებს, ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის ქუჩებს, შესახვევებს და კორპუსებს, მარშალ გელოვანის გამზირს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას, იასამნის, ბროწეულის, ბაქრაძის და გოთუას ქუჩებს, გაგარინის 5, 19/2, ჰეიდარ აბაშიძის, ლვოვის, ოდესის, ოსეთის, ლომონოსოვის, მიხეილ ასათიანის ქუჩებს, გივი კარტოზიას ქ.8-ს, ტაშკენტის ქუჩას N51-დან N65-ის ჩათვლით, N54-დან 78-ის ჩათვლით, ბუდაპეშტის ქუჩას 1-დან 11 ჩათვლით და 2-დან 10 ჩათვლით, ნუცუბიძის ქ, 2-ს, თამარაშვილის, კანდელაკის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და ალასანიას ქუჩებს. დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვ-ის N10, 11, 12 კორპუსებს.

ანალოგიური მიზეზით თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება 7 ივნისსაც შეუწყდა.

დღეს, 13 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საგურამოში ძლიერი წვიმის შედეგად წყალმა გზის სავალი ნაწილი დატბორა.

„ფეისბუკში“ მოქალაქეებმა საგურამოსთან ახლოს მდებარე სოფელ ბიწმენდიდან ადიდებული მდინარე ახატნისხევის ვიდეოები გაავრცელეს.

XS
SM
MD
LG