Accessibility links

site logo site logo

მიუნხენში ასამართლებენ კადიროვის კრიტიკოსზე თავდასხმის ორგანიზატორს


მუჰამად აბდურაჰმანოვი

დღეს მიუნხენის უზენაესი სამხარეო სასამართლო იწყებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას ჩეჩნური წარმომავლობის პირისა, რომელსაც ბრალი ედება უფლებადამცველზე, ოპოზიციონერი ბლოგერის, თუმსო აბდურაჰმანოვის ძმაზე, მუჰამად აბდურაჰმანოვზე თავდასხმაში.

გერმანიის პროკურატურის მონაცემებით, რეჟიმის კრიტიკოსის მოკვლა ბრალდებულს, რომელიც შეტყობინებებში ნახსენებია როგორც ვალიდ ., 2020 წელს დაავალეს ჩეჩნეთის სპეცსამსახურებმა. როგორც იტყობინებიან, გერმანიის ტერიტორიაზე აბდურაჰმანოვის ადგილსამყოფელი ბრალდებულს შეატყობინა გფრ- კონსტიტუციის დაცვის უწყების ერთ-ერთმა თანამშრომელმა. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება საიდუმლო ინფორმაციის გახმაურების ბრალდებით.

როგორც Deutsche Welle იტყობინება, თავდასხმის თაობაზე საქმე აგებულია სხვათა შორის მთავარი მოწმის ჩვენებებზე. ის ასევე ჩეჩნეთიდანაა და მკვლელობის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო. მოწმემ 2020 წლის დეკემბერში ეს თავად უთხრა აბდურაჰმანოვს.

ბრალდებულის სახლში ჩხრეკა მოაწყვეს და აღმოაჩინეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მაყუჩით. ვალიდ .- გაასამართლებენ მძიმე დანაშაულის ორგანიზებისა და იარაღის შესახებ კანონის დარღვევისთვის.

პროცესის დასაწყისში მუჰამად აბდურაჰმანოვმა სასამართლოს მიმართა წერილობითი განცხადებით, რომელშიც ლაპარაკია წარუმატებელი თავდასხმის პოლიტიკურ ქარგაზე.

ბლოგერ თუმსო აბდურაჰმანოვზე თავდასხმა 2020 წლის თებერვალში განხორციელდა. ის საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როცა ჩაქუჩი ჩაარტყეს თავში. ბლოგერმა მოახერხა თავდამსხმელის განიარაღება და პოლიციაში დარეკვა. საქმესთან დაკავშირებით განაჩენი 2021 წლის იანვარში გამოიტანეს. მსჯავრდადებულები რუსეთის მოქალაქეები არიან.

2019 წლის აგვისტოში ბერლინის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი. 2021 წლის 15 დეკემბერს გერმანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით. პროკურორის აზრით, მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო შეკვეთილი. მანამდე პროექტ Bellingcat-ის, ჟურნალ Der Spiegel-ისა და რუსეთის გამოცემა The Insider-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ კრასიკოვი შესაძლოა ფსბ- სპეცდანიშნულების ქვედანაყოფვიმპელშიმსახურობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG