Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ნავალნის თანამებრძოლ კირა იარმიშს თავისუფლების შეზღუდვა რეალური ვადით შეუცვალა


კირა იარმიში, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი
კირა იარმიში, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი

მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის პრესმდივან კირა იარმიშს ე.წ. სანიტარულ საქმეზე გამოტანილი განაჩენი - თავისუფლების შეზღუდვა კოლონიაში სასჯელის რეალური ვადით შეუცვალა. ამის შესახებ იარმიშმა თავის ტვიტერში დაწერა.

სასამართლოში შუამდგომლობა ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შეიტანა.

გასულ ზაფხულს იარმიშმა რუსეთი დატოვა "სანიტარული საქმის" განაჩენის შემდეგ. სასამართლომ ნავალნის მომხრეების აქციების შესახებ სოციალურ ქსელებში მისი პოსტები სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმების დარღვევის წაქეზებად მიიჩნია. მარტში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარმიში ძებნილთა სიაში შეიყვანა.

კირა იარმიშსა და ნავალნის კიდევ 9 თანამებრძოლს გამოძიება ედავება, რომ ისინი მოსკოვის მცხოვრებლებს მოუწოდებდნენ, არ დამორჩილებოდნენ სანიტარიულ ზომებს და არ დაეცვათ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე უსაფრთხოების ნორმები.

პოლიციამ ეს ჯგუფი იანვრის ბოლოს დააკავა ალექსეი ნავალნის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების წინ.

XS
SM
MD
LG