Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ინტერნეტის გარეშე დარჩა

ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. დე ფაქტო რესპუბლიკაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტსადენი რუსეთის ფედერაციიდან შედის. სადენი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე დასახლებებს, ალაგირსა და ზარამაგს შორის დაზიანდა. სააგენტო „რეს"-ის ცნობით, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

„იუგ-ტელეკომის“ გენერალურმა დირექტორმა ერნა ჯიოევამ სააგენტოს განუცხადა, რომ აღდგენითი სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

„სპეციალისტები ამჟამად ადგილზე მუშაობენ და ინტერნეტის სადენი ჰაერში გაჰყავთ, აქამდე ის მიწაში იყო გაყვანილი, რაც დაზიანების ადგილის პოვნას ართულებდა. დიდი მოცულობით სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ სპეციალისტები ცდილობენ, რომ ინტერნეტკავშირი დღესვე აღადგინონ“, - განაცხადა ერნა ჯიოევამ.

ინტერნეტის მიწოდება დე ფაქტო რესპუბლიკაში ხუთშაბათს დილით შეწყდა, სპეციალისტები კი დაზიანების ადგილს თითქმის 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

XS
SM
MD
LG