Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰობსისა და ლოკის დაპირისპირება


ავტორი: ანანო სიყმაშვილი

თომას ჰობსის მიხედვით ბუნებრივ მდგომარეობაში იქმნება ტოტალური კონფლიქტის ვითარება ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ რომ არ არსებობოს შემაკავებელი ძალა, სახელმწიფო პოსპულატი, რომელიც წესრიგისა და მშვიდობის დამყარებაზე იქნება ორიენტირებული. ამ მდგომარეობაში ადამიანები ვერ იაზრებენ სად მთავრდება მათი უფლებები და სად იწყება სხვისი უფლებები. მგლური კანონებით იწყებენ ცხოვრებას. მათში იღვიძებს ისეთი მანკიერი თვისებები როგორიცაა, უნდობოლობა , მეტოქეობა, დიდიების წყურვილი, მარტივად რომ ვთქვათ ადამიანი ადამიანისთვის მგელი ხდება. ასევე ძალიან საინტერესო შეხედულება აქვს თომას ჰობსს ომის მდგომარეობაზე. შეიძლება უმეტსი ჩვენგანი, სიტყვა ომის ხსენებისას წარმოვიდგენთ მხოლოდ შერკინების მომენტს, მაგალთად, როდესაც ვახსენებთ რუსეთ-უკრაინის ომს, თვალიწინ მხოლოდ თავდასხმა ხოცვა-ჟლეტა გვიდგება, მაგრამ ჰობსისეულად, ომი მხოლოდ შერკინების მომენტი არ არის. ომი ჰქვია დროის იმ მონაკვეთს, როდესაც ცხადია ბრძოლის გზით დაპირისიპირების ნება. დროის ცნება ისევე უნდა მივიჩნიოთ ომის ბუნების ნაწილად, როგორც ამინდის შემთხვევაში, ავდარს არ ვეძახით ხოლმე ცალკეულ თქორს, არამედ რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმიან ამინდს. ასევე ომის არსი არა მხოლოდ ბრძოლაა, არამედ გამოხატული მზაობა ბრძოლისთვის მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც მისგან დაცული არ ვართ, ხოლო ყველა სხვა მდგომარეობა მშვიდობაა. ლოკისთვის შემაკვებელი ძალის არარსებებობა ავტომატურად არ ნიშნავს ყველას ომს ყველას წინააღმდეგ. განსხვავების საფუძველი აქ ისაა, რომ, ლოკის აზრით, ადამიანს ბუნებით მდგომარეობაში აქვს არა მხოლოდ თავისი ქმედების რაციონალურად გათვლის უნარი, არამედ მორალიც. როგორც ვიცით ჰობსისითვის და ლოკისთის ამოსავალი წერტილი, ბუნებრივი მდგომარეობაა, სადაც ადამიანი თავისუფალი და თანასწორია. მნიშვნელოვანია განვიხილოთ რა განსხვავება და მსგავსებაა ჰობსა და ლოკს შორის. ჰობსი ამბობს, რომ ადამიანი მშვიდობის მოსაპოვებლად უნდა ისწრაფვოდეს ამისთვის ძალადობის გამოყენებაც ნორმალურია, ამ შემთვევაში ლოკი ამბობს რომ ადამიანს არ აქვს უფლება ხელყოს ვინმეს სიცოცხლე, თავისუფლება ან კერძო საკუთრება. რაც თავისთავად გულისხმობს, რომ სხვისი მშვიდობის დარღვევა საკუთარი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ ლოკი რელიგიურ მოტივსაც ითვალისწინებს, რომ ღმერთმა მიანიჭა ადამიანს ეს ყოველივე და წართმევის უფლება არ აქვს არავის. ჰობს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს შექმნა თავისუფლების დათმობას გულისხმობს, ლოკი კი ფიქრობს რომ სახელმწიფოს შექმნა შესაძლებელია, ისე რომ ადამიანი სახელმწიფოს შიგნითაც იყოს თავისუფალი და ბოლოს თუ სახლემწიფოს მართვასთან დაკავშირებით პრეტენზია ან პროტესტის გრძნობა გაუჩნდება, აჯანყების სრული უფლება აქვს. ასევე ზოგადად თავისუფლების ცნებასაც განსხვავებულად აღიქვამენ, მაგალითად, ლოკს თუ მიაჩნია, რომ თავისუფლება არის რაციონალური და გონებრივ განსჯაზე დაფუძნებული ქცევა, რაც იმას გულისხმობს რომ ადამიანი როცა საკუთარი კეთილდღობის შექმნაზე ზრუნავს, გარე ფაქტორებსაც ითვალისიწინებს, ხოლო ჰობსი მიიჩნევს, რომ ზედმეტი რაციონალურობისა და გონებრივი განსჯის გარეშე ადამიანმა საკუთარი ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედოს. და დღეს რა ვითარებაა კვლავ ყველას ომია ყველას წინააღმდეგ? მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ არსებობს შემაკვებლი მექანიზმი, სახელმწიფოს სახით, რომელიც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ვფიქრობ რომ ტოტალური კონფლიქტის საშიშროება მაინც არსებობს, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიღვიძოს ადამიანში იმ მანკიერმა თვისებებმა და მოტივებმა, რომლებიც ომის ძირითადი წყაროა. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, ლოკს ვემხრობი და ვთვლი რომ თითოეულ ადამიანს გათვისებული უნდა ჰქონდეს თუ სად მთავრდება მისი უფლება და სად იწყება სხვისი. ძალადობით მოპოვებული სიმშვიდე და კეთილდღეობა ჩემთვის ცალსახად მიუღებელია. ხოლო სახელმწიფოს შექმნა თავისუფლების დაკრგვასთან არ უნდა ასოცირდებოდეს, პირიქით მისი მნიშვნელობა უნდა გვსემოდეს როგორც საერთო კეთილდღეობა, სადაც ყველას მოტივაციაა საზოგადოებრივი წესრიგის მიღწევა და არა ხელმწიფის მმართველობა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG