Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარები ქალაქ ლისიჩანსკს სამხრეთიდან უტევენ


ომის ალში გახვეული ლისიჩანსკის გარეუბანი
ომის ალში გახვეული ლისიჩანსკის გარეუბანი

რუსეთის ჯარები აგრძელებენ შეტევას უკრაინის ლუგანსკის რეგიონის ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთით. წინა დღეს მათ დაიკავეს ქალაქიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე სოფლები ლოსკუტოვკა და რაი-ალექსანდროვკა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და ასევე ლუგანსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ჰაიდაის ინფორმაციით, რუსეთის ჯარები უტევენ ლოსკუტოვკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ ვოლჩეიაროვკას, ასევე ზოლოტოეს, სადაც უკრაინის თავდაცვის სამხრეთი ფლანგი მდებარეობს. რუსი სამხედროები ასევე ცდილობენ დასავლეთით ხელთ იგდონ უკრაინის არმიის გაბატონებული სიმაღლეები ბერესტოვოს რაიონში.

წინა დღით რუსული ტელეგრამის არხები იტყობინებოდნენ უკრაინის ძალების ალყაში მოქცევის შესახებ გორსკსა და ზოლოტოეში - ლისიჩანსკის სამხრეთით მდებარე ორ დასახლებულ პუნქტში, სადაც უკრაინელი სამხედროები პოზიციებს იკავებენ 2014 წლიდან. უკრაინული მხარე ალყაში მოქცევის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

რუსეთის შეტევის საერთო მიზანს სამხრეთიდან სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის, ლუგანსკის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ბოლო ორი მთავარი დასაყრდენის ალაში მოქცევა და მათზე კონტროლის დაწესება წარმოადგენს. მაგრამ ამისთვის რუსეთის ჯარს სჭირდება მდინარე სევერსკი დონეცის ფორსირება, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს ბელოგორივკასთან განცდილი წარუმატებლობის გამო.

XS
SM
MD
LG