Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: სახელი და გვარი რომ არ ეწეროს, ზურაბიშვილს სამადაშვილისგან ვერ გაარჩევ


ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილი და სალომე სამადაშვილი
ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილი და სალომე სამადაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს გაკეთებული ევროინტეგრაციის პროცესში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და ოპოზიციონერ ლიდერს ადარებს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ლელოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის მსგავსად საქართველოს წინააღმდეგ კამპანიას ეწევა.

"სამწუხაროა, სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილები, რა თქმა უნდა ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს. ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს.

სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით არის დასული სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა... სახელი და გვარი რომ არ ეწეროს ზედ, ვერ გაარჩევ სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან", - თქვა კობახიძემ.

17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

ამ პროცესში სალომე სამადაშვილიც და სალომე ზურაბიშვილიც აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებენ. მეტიც, სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ევროინტეგრაციის პროცესში "საქმე გააფუჭა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG