თურქეთმა გამოაცხადა, რომ გამოიძიებს ბრალდებას, რომ რუსეთმა უკრაინიდან მოიპარა მარცვლეული ამ ქვეყანაში შეჭრის დროს, ხოლო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, თავისი დახმარება შესთავაზა ანკარას გლობალური სასურსათო კრიზისის ვითარებაში.
23 ივნისს ანკარაში თავის თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ ტრუსმა განაცხადა, რომ მარცვლეულის კრიზისი მსოფლიოში უნდა მოგვარდეს მომავალ თვეში, თორემ გავხდებით გამანადგურებელი შედეგების მოწმე“.
საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს მოუწოდებს ნება დართოს უკრაინას გაიტანოს თავისი მარცვლეული, ხოლო კიევი რუსეთს ადანაშაულებს, რომ ჩაუკეტა მის ნავსადგურებს გზები შავ ზღვაში. ორივე ქვეყანა ითვლება მსოფლიოში ხორბლის უდიდეს ექსპორტიორად და ისინი საკვანძო როლს თამაშობენ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მარცვლეულის მიწოდების შეფერხებას მოჰყვა სურსათის ფასების გაზრდა მთელ მსოფლიოში. „ცხადია, რომ უკრაინის ნავსადგურები დაცული უნდა იყვნენ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კომერციული გემების უსაფრთხო გასვლა. დიდი ბრიტანეთი სთავაზობს თავის გამოცდილებას ყველა ამ მიმართულებით, რათა დარწმუნდეს, რომ მარცვლეულის უსაფრთხო გატანის საჭირო ზომები ტარდება, მაგრამ ამას საერთაშორისო ძალისხმევა დასჭირდება,“ - თქვა ტრუსმა.
ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე შევიდეს რუსეთის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის მიერ მოპარული მარცვლეული.
დაწერეთ კომენტარი